top of page

სიახლეები

2008 წლის ომით დაზარალებულებისთვის ფსიქო-სოციალური და სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა

  • 1 day ago
  • 1 min read

2008 წლის აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოზე. მცოცავი ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევები დღემდე მწარე რეალობაა. თუმცა, სამართლიანობისთვის ბრძოლა არ წყდება: 2022 წელს ჰააგის სასამართლომ დაასრულა გამოძიება, დაადასტურა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები და დამნაშავე პირთა დაკავების განაჩენიც გამოიტანა.


სწორედ ამ სამართლებრივი აღიარების პარალელურად, უმნიშვნელოვანესი იყო ომით დაზარალებული თითოეული ადამიანის რეაბილიტაცია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა დახმარების ფონდის (TFV at the ICC) მისიის ფარგლებში, 2023 წლიდან დაიწყო ომის დაზარალებულთა მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა შიდა ქართლის რეგიონში.


შედეგად:

• 5,700-ზე მეტმა ომით დაზარალებულმა მიიღო სამედიცინო, ფსიქოსოციალური და ეკონომიკური დახმარება.

• განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდების და ქალების გაძლიერების ხელშეწყობას.

პროექტს : „2008 წლის ომით დაზარალებულებისთვის ფსიქო-სოციალური და სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა“ შიდა ქართლის რეგიონში ახორციელებდნენ:

საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) (ფსიქო სოციალური მხარდაჭერა)

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ქალების სასიცოცხლო უნარების გაძლიერება და საარსებო წყაროს შექმნის ხელშეწყობა.

ინდიგო ( ახალგაზრდების გაძლიერება)


პროექტის ფარგლებში:

100-ზე მეტმა ქალმა აიმაღლა ცნობიერება მშვიდობის მშენებლობასა და ადვოკატირებაში,

40-მდე ქალს მიეცა შესაძლებლობა, შეექმნა საკუთარი საარსებო წყარო.

პროექტი მადლობას უხდის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა დახმარების ფონდს და ევროკავშირის წევრ თითოეულ იმ ქვეყანას, რომლემაც თავისი ფინანსური კონტრიბუცია განახორციელა პროექტის განსახორციელებლად. ეს ფილმი შექმნილია პროექტის „ეფექტურ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო სერვისებთან ხელმისაწვდომობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შიდა ქართლში 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთათვის“ ფარგლებში და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“






 
 
 

Comments


bottom of page