top of page

სიახლეები

Search

შეხვედრა ეუთოს რეგიონალური პლატფორმის ფარგლებში

8-9 ნოემბერს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ ეუთოს რეგიონალური პლატფორმის ფარგლებში ორდღიანი შეხვედრა გამართა. ეუთოს წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ ეუთოს რეგიონალური პლატფორმის სხვადასხვა ქვეყნების, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ლიტვის ა. შ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


შეხვედრის მიზანი ადგილობრივი სამშვიდობო კონტექსტის, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა და კონფლიქტთან დაკავშირებული ამჟამინდელი მდგომარეობის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა იყო. შეხვედრის ბოლოს, ასოციაციამ პლატფორმის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ეუთოს წარუდგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება აუცილებელია მიზნობრივი მუშაობისთვის. რეკომენდაციების შესრულებაზეც ეუთომ მზადყოფნა განაცხადა.


რეკომენდაციებს შორის გაჟღერდა ისეთი თემები, როგორიცაა: მეტი ქალი ექსპერტის აღიარება, სიტუაციური რეპორტების მომზადება და წარდგენა ქვეყნების მიხედვით სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, კონფლიქტით დაზარალებულთათვის თვით დახმარების ჯგუფების შექმნა, ა.შ. ამ და სხვა რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს პლატფორმის ეფექტიან მუშაობას.




留言


bottom of page