top of page

სიახლეები

Search

შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანთან ჯეიმს კლევერლისთან, ოძისის სკოლაში

შეხვედრის დროს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარემ იულია ხარაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მდივანს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რომლებიც მიმართული იყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა გაძლიერებაზე, მათი ადვოკატირების უნარების გაზრდაზე ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. მან ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობა ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში (გაეროს რეზოლუცია 1325), როგორც ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტისა, რომელიც აქტივისტ ქალებს აძლევს კონფლიქტის მშვიდობიან ტრანსფორმაციის პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს.


სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ გააგრძელებს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას მშვიდობის მშენებლობის საკითხებში.



Comentários


bottom of page