top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი წყალტუბოში

16 ივნისს მერიის სხდომათა დარბაზში ,,თანხმობა“-მ ჩაატარა წყალტუბოს 11 სოფლის წარმომადგენელ 25 ქალბატონთან ტრენინგი თემაზე: გენდერი, ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა. ტრენინგი ჩატარდა ერთობლივად, მერიასთან თანამშრომლობით. მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ირმა ხელაძე იყო ტრენინგის ინიციატორი და ორგანოზატორი.

ტრენინგს ესწრებოდა სხვადსახვა ასაკის 25 ქალბატონი. პირველი თემა იყო გენდერი, სლაიდებით ავხსენით გენდერის მნიშვნელობა, გენდერული სტერეოტიპები და გენდერული თანასწორობა, ჯგუფი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.


ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ყოველი მონაწილისთვის ძალიან მტკივნეული თემა აღმოჩნდა. ძალადობის ფორმების გაცნობის შემდეგ გამოცდილებებზე და მაგალითებზე სათითაო მონაწილე გულწრფელად ყვებოდა მაგალითებს. ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე . გავაცანი განმარტებები კანონის ენაზე, რომელზედაც ჰქონდათ უამრავი კითხვები. ყველა მათგანს სათითაოდ გავეცი პასუხები, ისე , რომ ბოლომდე ამოვწურეთ კითხვები. მონაწილეთა შორის იყვნენ პედაგოგები სოფლის სკოლებიდან. რომლებმაც ითხოვეს მათ სკოლაში ძალადობის ერთ-ერთ სახეობაზე, ბულინგზე, ტრენინგების ჩატარება.





Comments


bottom of page