top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი უკრაინელებისთვის

• პროექტი „ომის შედეგად გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების და ქალების ინოვაციური მხარდაჭერა“ ფარგლებში 2023 წლის 10 ივნისს ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ პროექტის მონაწილე 11 უკრაინელი ქალისათვის ჩატარებული იყო ტრენინგი-კონსულტაცია ბიზნეს გეგმის შესადგენად, რაც ხელს შეუწყობს მათ გაძლიერებას და თვითკმარობის პირობების შექმნას.

• ტრენინგზე განხილული იყო ის საკითხები, რომელთა გარეშე შეუძლებელია ბიზნეს გეგმის შექმნა, კერძოდ როგორ აღვწეროთ ბიზნესი საინტერესოდ, როგორ უნდა მოხდეს სახსრების ხარჯვა, რა მარკეტინგული გათვლები უნდა იყოს წარმოდგენილი დონორისათვის, ვინ იქნება პროდუქციის მყიდველი, ვისზე უნდა გაკეთდეს ძირითადი გათვლები, როგორ გაკეთდეს ფასთა პროგნოზირება, რა რისკები შეიძლება არსებობდეს და სხვა.

• ტრენინგს უძღვებოდა მარინა ფოჩხუა.


• პროექტი „ომის შედეგად გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების და ქალების ინოვაციური მხარდაჭერა“ ხორციელდება „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ "საქართველოს ეკონომიკური განათლების ფონდი"-ს პარტნიორობით „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.

#streaming #ICMPD in Georgia #SDC




Comments


bottom of page