სიახლეები

Search

ტრენინგი თემაზე: ადამიანის უფლებები

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან

პარტნიორობით, „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ონლაინ ტრენინგების სერია ისეთ თემებზე, როგორიც არის: ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიუჯეტის განხილვა, რეზოლუცია 1325 „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, ლიდერობა, ადვოკატირება, და ა.შ. ტრენინგების მიზანია ქალების ახალი

ქსელის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მათ გააქტიურებას და თანამშრომლობას

ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორთან.


2022 წლის 6 ივლისს ჩატარდა ტრენინგი ადამიანის უფლებების თემაზე. ტრენინგს უძღვებოდა ქ-ნი მაკა ფერაძე.