2022 წლის 18 აპრილს, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ ჩაატარა სოციალური ფორუმი „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ ეროვნული და ადგილობრივი სამოქმედო გეგმების განხორციელების გაუმჯობესება“.
ღონისძიება ორგანიზებულია ქალ მშვიდობის მშენებელთა გლობალურ ქსელთან (GNWP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტს ”ადგილობრივი თემები ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობას: ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა მშვიდობის მშენებლობაში სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, კენიაში, მოლდოვაში, სამხრეთ სუდანში, უგანდასა და უკრაინაში“ საქართველოში ახორციელებენ იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი.
ღონისძიება ჩატარდა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებითა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
სოციალური ფორუმი წარმოადგენს არსებული დადებითი პრაქტიკების განხორციელების, სხვადასხვა საკითხების კოორდინაციისა და თემებში მიღებული შედეგების განხილვის შესაძლებლობას. ფორუმი ასევე იძლევა რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის წარსადგენად.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს საქართველოს მთავრობის, გამყოფ ხაზთან მდებარე და/ან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მომუშავე მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისევე როგორც ადგილობრივი ქალი- აქტივისტები და ახალგაზრდა ლიდერები -მშვიდობის მშენებლები.
ფორუმის მსვლელობისას გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებობს, ასევე ხაზი გაესვა ქალთა როლის მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დადებითი გამოცდილების გაზიარება, რაც უკვე არსებობს და მისი დანერგვა სხვა მუნიციპალიტეტებსა და თემებში.
Comments