სიახლეები

Search

მცირე გრანტების კონკურსი

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ სათემო ინიციატივების მხარდასაჭერად აცხადებს მცირე გრანტების პროგრამას. აპლიკაციები მიიღება შემდეგი თემებიდან: ზუგდიდი და ზუგდიდის რაიონი, წყალტუბო, იანეთი, გორის, კასპის, ქარელის, დუშეთის რაიონები, გარდაბანი, თეთრიწყარო. პროგრამაში მონაწილეობისთვის ქალები / ახალგაზრდები ან მათი საინიციატივო ჯგუფები უნდა იყვნენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლიდან ან ჰქონდეთ დევნილის სტატუსი.


საკონკურსო პროექტის აპლიკაციები უნდა იყოს სათემო სერვისების განვითარებაზე (მათ შორის, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო აქტივობები), ახალგაზრდული ან ქალთა ჯგუფური ინიცატივების განვითარებისკე (სათემო განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოც. მეწარმეობა), მოწყვლადი ჯგუფების მედეგობის გაზრდაზე ან მშვიდობის მშენებლობაზე. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი აუცილებლად უნდა იყოს გარკვეული სარგებელი თემისთვის და ის არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ინდივიდუალურ საარსებო წყაროებზე. არ განიხილება ის აპლიკანტები, რომლებსაც ადრე უკვე მიუღიათ ასოციაციისგან მცირე გრანტი/ები.


ჯგუფური პროექტის მაქსიმალური თანხაა 6000 ლარი (ჯგუფი უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 3 ადამიანისგან და ეს ადამიანები უნდა წარმოადგენდნენ სხვადასხვა ოჯახებს); ინდივიდუალური პროექტის კი - 1000 ლარი. ნებისმიერ პროექტში უნდა იყოს სათემო/ სოციალური კომპონენტი.


განცხადებას ბმულად თან ერთვის საგრანტო ფორმა, რომლის შევსებული ვერსია (ელექტრონულად ან ხელნაწერი) უნდა გამოიგზავნოს 30 აპრილამდე შემდეგ მისამართებზე: info@idpwa.org.ge ან მიიტანოთ შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი, თამარ მეფის გამზირი #20, საფოსტო ინდექსი: 0102; ტელ.: 032 2344982

  • გორი, ილია სუხიშვილის ქ. 63, ასოციაცია „თანხმობა”-ს ოფისი; ტელ.: 591 116025

  • ზუგდიდი, ფერდინანდის ქ. 6; ტელ.: 599 004733

  • წყალტუბო, „ელექტრომეურნეობა“; ტელ.: 598737577.


პროექტი არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, დასრულების მაქსიმალური ვადა 31 აგვისტო.

პროექტებს განიხილავს კომისია, რომელშიც ჩაერთვებიან გარე დამოუკიდებელი ექსპერტები. პროექტების განხილვის ვადაა 10 მაისი.




მიკროგრანტის აპლიკაცია
.docx
Download DOCX • 335KB