top of page

სიახლეები

Search

მონიტორინგი

2023 წლის 1 მარტს ჩატარდა მიმდინარე მანიკურ-პედიკურის კურსების მონიტორინგი. კურსებს 5 უკრაინელი ქალბატონი ესწრება. ჩატარდა 10 გაკვეთილი. როგორც კურსის წამყვანი, ასევე მონაწილეები ძალიან კმაყოფილები არიან. კურსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქალბატონები არაჩვეულებრივ შედეგებს აჩვენებენ და მალე დამოუკიდებლად მუშაობას შესძლებენ. კურსის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს - ზოგი სალონში დასაქმებას აპირებს, ზოგი კი სახლში იმუშავებს. ყველა საჭირო ინვენტარი მათ გადაეცათ.


პროექტი „ომის შედეგად გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების და ქალების ინოვაციური მხარდაჭერა“ ხორციელდება „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ "საქართველოს ეკონომიკური განათლების ფონდი"-ს პარტნიორობით, „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.







Comments


bottom of page