top of page

სიახლეები

Search

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს განცხადება

2022 წლის 12 ივლისს ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზ. 20- ში, სადაც მდებარეობს ასოციაციის სათაო ოფისი, 13-30 წუთზე დაიწყო ხანძარი. ოფისში იმ მომენტში იმყოფებოდა 4 თანამშრომელი: ამირან ჭულუხაძე, მარიამ ბერია, ნინო ტატანაშვილი და რიტა მარღანია. ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა და თანამშრომლებს მოუწიათ სწრაფი რეაგირება: სახანძროს გამოძახება და ევაკუირება, სამწუხაროდ, ევაკუაციის

დროს, ნინო ტატანაშვილმა მიიღო ფეხის სერიოზული მოტეხილობა.


სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდნენ ძალიან სწრაფად, მაგრამ ხანძარს ძალიან დიდხანს ვერ აქრობდნენ. ოფისი ფაქტიურად განადგურებულია წყლით და კვამლით. ჯერ-ჯერობით კიდევ არსებობს შენობის ჩამონგრევის საშიშროება, ამიტომ ზუსტი ზარალი ჯერ ვერ დგინდება.


მიუხედავად ამისა, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია აგრძელებს მუშაობას ყველა მიმართულებით: იმავე დღეს, ქ-მა ნანა გოგოხიამ ჩაატარა ტრენინგი, ქ-ნი მარინა ფოჩხუა მონაწილეობს ხანდაზმულთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, ქ-ნი იულია გუშინ მომაწილეობდა საპარლამენტო გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრაში.


ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ ფართს, რათა მუშაობა სრულფასოვნად აღდგეს. ჯერ-ჯერობით კი სახლიდან ვმუშაობთ. როგორც კი დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.





Comments


bottom of page