სიახლეები

Search

ვიზიტი დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრში - ქარელი

2020 წლის 7 აგვისტოს განვახორციელეთ ვიზიტი დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრში მისამართზე: ქ. ქარელი, ახალგაზრდობის ქ. 25, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობა. ცენტრში ძირითადად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს, სულ 25 ოჯახი.


ამ ცენტრში ასოციაცია მუშაობს ორი პროექტის ფარგლებში: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ცენტრში იქმნება ლიდერ ქალთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს თემის მედეგობის გაზრდაზე კოვიდ 19 და სხვა გამოწვევებზე.


ამავდროულად, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 11 ქალბატონს - ტრენინგის მონაწილეს - დაურიგდა ჰიგიენური საშუალებები. ასევე ცენტრში ჩატარდა საჭიროებების კვლევა. ასოციაცია განაგრძობს მუშაობას ქალთა ჯგუფთან.


  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"