top of page

სიახლეები

Search

ბიზნეს გრანტის კონკურსი

ქალთა ასოციაცია თანხმობა აცხადებს ბინზეს გრანტების კონკურს


1. კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს ახალი მიკრო-ბიზნესის შექმნას ან არსებული მცირე ბიზნესის გაფართოებას, სასიცოცხლოდ აუცილებელი მასალის ან მომსახურების (მაგ. საკონსულტაციო, საგანმანათლებლო) შეძენით.


2. ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მსურველებს განაცხადი შეუძლიათ შემოიტანონ ორი მიმართულებით:

  • ბიზნეს განაცხადო სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად

  • განაცხადი გარკვეული მოკლევადიანი სამუშაოზე დაფუძნებული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად და შესაბამისი ინვენტარის შესაძენად.

3. ვის შეუძლია მონაწილეობა: 2008 წლის აგვისტოს შედეგად დაზარალებულ ქალებს 18 წლისდან ზემოთ, თუ ისინი :

  • ცხოვრობენ შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში : ერგნეთი, ზერტი/კირბალი, კოშკა/გუგუთიაანთკარი, მერეთი, კარალეთი, გარეჯვარი, ქერე, ბერშუეთი და კნოლევი.

  • ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში: შავშვები , ვერხვები, კარალეთი, ხურვალეთი , ბერბუკი, საქაშეთი, სკრა, მოხისი, მეტეხი, თელიანი.

4. კონკურსის შედეგად დაფინანსდება მინიმუმ 10 განაცხადი. თითოეული 1000 ევროს ფარგლებში.


5. კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი და სავალდებულო მოთხოვნებია:

  • შესაბამისი განაცხადის შევსება ( იხილეთ აქ)

  • სამ დღიან ტრენინგი მონაწილეობა . ტრენინგი ჩატარდება გორში სექტემბრის მეორე ნახევარში.

ყურადღება: ტრენინგში მონაწილეობისას ანაზღაურებული იქნება ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები.!!


6. განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად.


7. განაცხადები მიიღება 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.


!! განაცხადი იხილეთ აქ


კონკურსი ცხადდება The Trust fund for victims მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც GCRT ახორციელებს ასოციაცია „თანხმობა“-სთან და ინდიგოსთან თანამშრომლობით.


Opmerkingen


bottom of page