პროექტები
მედეგობის გაზრდა Covid-19-ით გამოწვეული კრიზისისადმი საქართველოსა და სომხეთში
პროექტის წინაპირობა
Covid-19-ის პანდემიამ საქართველოსა და სომხეთში გამოიწვია უპრეცედენტო სოციალური და ეკონომიკური არეულობა, რამაც ასევე ძლიერ იმოქმედა ადგილობრივ თემებში ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პანდემიის უარყოფით შედეგებთან საბრძოლველად და დაზარალებული ქალების, გოგონების, მამაკაცებისა და ბიჭების მედეგობის გასაზრდელად, Hilfswerk International-ი ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ - სთან ერთად, მონაწილეობს პროექტში „მედეგობის გაზრდა Covid-19-ით გამოწვეული კრიზისისადმი საქართველოსა და სომხეთში,“ რომელიც ხორციელდება კონსორციუმში ავსტრიის წითელი ჯვარსა და კარიტას ავსტრიასთან და ასევე მათ ადგილობრივ პარნტიორებთან - საქართველოს წითელ ჯვართან, სომხეთის წითელი ჯვრის საზოგადოებასა და სომხეთის კარიტასთან ერთად.
პროექტის მიზანი
იქიდან გამომდინარე, რომ ხანდაზმულები ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ჯგუფის წარმომადგენლები არიან, Hilfswerk International-ი და იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა,“ თავიანთი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებით, ებრძვიან პანდემიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს იმ სოციალურად დაუცველ და სოციალურად იზოლირებულ ხანდაზმულებზე, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებასთან გამკლავებასა და სოციალური ურთიერთობების მოძიებაში ესაჭიროებათ დახმარება. ეს მიიღწევა ა) Covid-19-ზე მორგებული შინმოვლის, ბ) პროფესიონალურად მართული ჯანსაღი დაბერების აქტივობების (პირადად და ონლაინ), გ) თაობათაშორისი მიმოცვლისა და დ) ხანდამზულთა საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით. პროექტის აქტივობები ფოკუსირებულია მხოლოდ საქართველოზე, კერძოდ კი, მის ორ რეგიონზე (ქვემო ქართლი და შიდა ქართლი).
პროექტი ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული და ავსებს ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიმდინარე ჩარჩო პროგრამას „მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში,” რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ Hilfswerk International-ი და იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ადგილობრივ და ბოსნიელ პარტნიორებთან ერთად.
ძირითადი ღონისძიებები
-
ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობის დარიგება შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების პერსონალისა და საჭიროების შემთხვევაში, ხანდაზმულებისათვის
-
Covid-19-ზე მორგებული მაღალი ხარისხის შინმოვლის მომსახურებების შეთავაზება ყველაზე დაუცველი ხანდაზმულებისათვის
-
ჯანსაღი დაბერების აქტივობების პროფესიონალიზაცია, ადგილობრივ თემებში თვითორგანიზებული აქტივობებისათვის - სფეროს პროფესიონალების მიერ მიწოდებული მომსახურებების დამატებით (პირისპირთან ერთად, ონლაინ კონსულტაციები და ღონისძიებები)
-
გადამზადებულ ახალგაზრდა მოხალისეებსა და ხანდაზმულებს შორის თაობათაშორისი მიმოცვლის პროცესის ხელშეწყობა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ხანდაზმულთა წვდომის გაზრდა
-
აქტიური და გამოცდილი პენსიონერებისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროების შექმნა, რათა მათ დახმარება გაუწიონ Covid-19-ით დაზარალებულ მოწყვლად ოჯახებს
-
ხანდაზმულთა საკითხებზე ცნობიერების ამაღლება პუბლიკაციებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადების საშუალებით
პროექტის სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციარები
520 პირდაპირი ბენეფიციარი (>60% მდედრობითი სქესის) გორის, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან
-
40 შინმოვლის თანამშრომელი, ჯანსაღი დაბერების სფეროში სპეციალიზირებული პროფესიონალი და მოხალისე მიიღებს ინდივიდუალურ დამცავ აღჭურვილობას
-
30 ახალგაზრდა მოხალისე გადამზადდება და ჩაერთვება თაობათაშორის მიმოცვლის პროცესში 50-60 ხანდაზმულთან ერთად
-
30 აქტიური პენსიონერი დაეხმარება 30 მოწყვლად ოჯახს
-
160 ხანდაზმული ისარგებლებს ჯანსაღი დაბერების აქტივობებით
-
90-100 ხანდაზმული მიიღებს Covid-19-ზე მორგებულ შინმოვლის მომსახურებას, ფოკუსირება მოხდება ყველაზე მოწყვლად ხანდაზმულებზე
-
20 ჯანდაცვის პერსონალი სოფლად გაივლის ტრენინგს ხანდაზმულთა საკითხებზე
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტის ხანგრძლივობა: მაისი 2021 – აგვსიტო 2024
პროექტი ხორციელდება Hilfswerk International-ის მიერ www.hilfswerk.at/international/en იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ - სთან ერთად, ავსტრიის წითელ ჯვართან და საქართველოს წითელ ჯვართან თანამშრომლობით.
საკონტაქტო ინფორმაცია
იულია ხარაშვილი, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“
თავმჯდომარე
მობ: +995 591 116 020
ელ-მისამართი: julia.kharashvili@yahoo.com
თამარ ინალიშვილი, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“
პროექტის კოორდინატორი
მობ: +995 577 209 940
ელ-მისამართი: tinalishvili@yahoo.com
პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.