top of page

სიახლეები

Search

EU4Dialogue ის ფარგლებში შექმნილი „ქალთა პლატფორმა დღის წესრიგის დასადგენად“ პირველად შეხვდა პირისპი

წარმოუდგენელი კვირა… EU4Dialogue ის ფარგლებში შექმნილი „ქალთა პლატფორმა დღის წესრიგის დასადგენად“ პირველად შეხვდა პირისპირ. რა საოცარი კონცენტრაციაა - ნიჭი და გამოცდილება. ნამდვილად, საამაყო ჯგუფია! სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკის თითქმის 50 ქალს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოეჩინათ თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი სხვადასხვა სფეროში, ტოლერანტობა, თანამშრომლობის შესაძლებლობა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ქალ- ექსპერტებმა კლიმატის ცვლილების, წყლის, ენერგიის, ადამიანის უფლებების, კონფლიქტების ტრანსფორმაციის, შერიგების საკითხებში ერთობლივად მოამზადეს რეკომენდაციების პაკეტი ევროკომისიისთვის. ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების დროს, ქალებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროპული მისწრაფებების მნიშვნელობას და კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და საქართველოს მშვიდობიანი მომავლს უზრუნველყოფს.





bottom of page