სიახლეები

Search

COVID 19-ის გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში

UNDP მიერ დაფინანსებული პროექტის “COVID 19-ის გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში“ გორის და ქარელის რაიონებში გაგრძელდა მუშაობა ლიდერ ქალებთან. 3 აგვისტოს ასოციაციის თავმჯდომარე ქ-ნი იულია ხარაშვილი გორის კომპაქტური ჩასახლებებიდან ლიდერ ქალბატონებს შეხვდა და ერთობლივად დაგეგმეს აგვისტოს თვის ღონისძიებები კოვიდ 19 პრევენციაზე. 7 აგვისტოს ქარელის და ხაშურის რაიონებში ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ ჰიგიენური საშუალებები (ქარელის პროფ.ტექ. სასწავლებელი, აგარას კოტეჯები, დოღლაურას კოტეჯები, ბრეთას მეურნეობა, ხაშურის საავადმყოფო, ყოფილი ბაგა-ბაღი #2, სანატორიუმ „სურამი“ და ა.შ.). ჰიგიენური საშუალებები მოიცავდა: სარეცხ ფხვნილს, სადეზინფექციო ხსნარს, თხევად საპონს და პირბადეებს). ადრე მსგავსი დახმარებს დაურიგდა ტრენინგების მონაწილეებს გორის რაიონში. ასოციაცია ჰუმანიტარულ ცენტრ“ აფხაზეთთან“ ერთად აგრძელებს პროექტის განხორციელებას.


  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"