top of page

სიახლეები

Search

25 აპრილის კონფერენცია

2023 წლის 24-25 აპრილს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში ჩაატარა 2-დღიანი კონფერენცია.

კონფერენცია დაფინანსებულია ორგანიზაცია „Bread for the World“ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში, ასევე გამოყენებული იყო ორი სხვა პროექტის მასალები - დევნილთა საჭიროებების კვლავა (EU/Expertise France) და „ქალები და ახალგაზერედები. ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ გაეროს ქალთა ორგანიზაცია).


მეორე დღე დევნილთა მდგომარეობას და საჭიროებებს დაეთმო. კონფერენციას დაესწრნენ როგორც სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, და, რა თქმა უნდა თავად დევნილები. შეხვედრას ასევე აფხაზეთის მთავრობის და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბ-მა ვლადიმერ ქებაძემ წარადგინა 2022 წლის სააგენტო ანგარიში და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რასაც მოყვა ბევრი კითხვა და ცოცხალი დისკუსია. ასევე წარდგენილი იყო ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები.


ძირითადი კომენტარები და კითხვები გაკეთდა დევნილთა განსახლების საკითხებზე, დევნილთა შემწეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე აფხაზეთიდან დევნილებმა დასვეს კითხვა მათ მიერ აფხაზეთში დატოვებულ უძრავ ქონებაზე და მისი რეგისტრაციის აუცილებლობაზე.


შეხვედრაზე დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები და შეხვედრები უკვე კონკრეტულად ყველაზე საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, სადაც ამ საკითხებზე მომუშავე კომპეტენტური პირები მიიღებენ მონაწილეობას.





Commentaires


bottom of page