სიახლეები

Search

ბოლნისის მუნიციპალიტეტი პროექტს „ღირსეული სიბერე“ 2020 წელსაც დააფინანსებს


პროექტი „ღირსეული სიბერე“ 2020 წელსაც გაგრძელდება. დავით შერაზადიშვილმა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“ -ს თავმჯდომარე, იულია ხარაშვილმა, სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთწლიან ხელშეკრულებას დღეს მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ღირსეული სიბერე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ფინანსურ დახმარებას წელსაც გაუწევს.

პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს და მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"