სიახლეები

Search

    შეხვედრა ბორჯომში


    იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აგრძელებს მუშაობას პროექტის „ქალები და გოგონები უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში შექმნილ რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფთან. 2019 წლის 16 აგვისტოს ბორჯომში შედგა ერთდღიანი საგანგებო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ქალებისა და გოგონების ადამიანის უფლებების შექმნილი პრობლემები. დიდი დრო დაეთმო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიაანთკარში ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე პროცესებს. ასოციაცია არაერთი წელიწადია მუშაობს და სხვადასხვა ფორმით ცდილობს დაეხმაროს ამ სოფლის მოსახლეობას, რომლებიც ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტებამდეც უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდნენ. ამიტომ ასოციაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ამჟამად ცხოვრობს გამყოფ ხაზთან. შეხვედრაზე საუბარი იყო ჯგუფის მუშაობის სამომავლო გეგმებსა და შესაძლებლობებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინფორმირებულობა მიმდინარე პროცესებზე და იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შემუშავებული იყო ასოციაციისა და აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიერ ბორდერიზაციის დამგმობი განცხადება.

    #geo

    • თანხმობა
    • თანხმობა
    • თანხმობა

    © 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"