სიახლეები

Search

    შეხვედრა ასოციაციის თანამშრომლებისთვის


    2019 წლის 5-6 აპრილს პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ (Brot fur die Welt-ის დაფინანსებით) იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ ჩაატარა ვორკშოპი. ვორკშოპს უძღვებოდა ქ-ნი ნინო ფარცხალაძე, რომელმაც მიმდინარე პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ მონიტორინგი ჩაატარა.

    ვორკშოპს ესწრებოდა ასოციაციის ყველა თანამშრომელი და რეგიონალური ოფისების წარმომადგენლები. შეხვედრის დროს საუბარი იყო პროექტის ძირითად კომპონენტებზე და დონორთა მოთხოვნებზე, ასევე აქცენტი გაკეთდა მიმდინარე პროექტის კომპონენტებზე და შესრულების დეტალებზე. ასევე ისაუბრეს შემდგომ პერსპექტივებზე და გამოწვევებზე, იმ პრობლემებზე, რომლებზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს ახალ პროექტში. შეხვედრის ბოლოს ქ-ნმა ნინომ რეგიონების წარმომადგენლებს დაურიგა კითხვარები, რომლებიც მათ საკუთარ თემებში უნდა შეავსონ და დააჯამონ.

    #geo

    • თანხმობა
    • თანხმობა
    • თანხმობა

    © 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"