სიახლეები

Search

    რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმა (NAP)


    გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, პროექტის: „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“ აქტივობები.

    2019 წლის 5 მარტს ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს მიერ გორის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი გორის მერიის, საკრებულოს და კონფლიქტის გამყოფი ზოლის სოფლების გამგებლებისა და მათი ასისტენტებისათვის. ტრენინგი ჩატარდა ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შესაბამისად და მიზნად ისახავდა მონაწილეების ინფორმირებულობის გაზრდას უფლებებზე, ვალდებულებებზე, ჩართულობის მნიშვნელობაზე, ძალადობის საკითებზე, გენდერული თანასწორობისა და 1325-ის თემაზე, პირველადი დახმარების საკითხებზე.

    ტრენინგი ჩაატარეს ქ-მა იულია ხარასვილმა და ქ-მა მარინა ფოჩხუამ.

    #geo

    • თანხმობა
    • თანხმობა
    • თანხმობა

    © 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"