სიახლეები

Search

„ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ - ლიდერთა აკადემია


იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში 2018 წლის თებერვალში დაიწყო 3-თვიანი პროგრამის „ლიდერთა აკადემია“-ს განხორციელება. ლიდერთა აკადემია ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თემების აქტივისტებისათვის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და დევნილებისთვის, არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხ ლოკაციაში - ქვემო ქართლში (წინწყარო), სამეგრელოში (ზუგდიდი), შიდა ქართლში (გორი), იმერეთში (წყალტუბო) უკვე ჩატარდა ტრენინგების ციკლი. პროგრამის მონაწილე ქალებსა და ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა შეიძინონ უნარ- ჩვევები როგორც სამოქალაქო სექტორში მუშაობისათვის, ასევე დემოკრატიიზაციისა და ევროინტეგრაციის იდეების წინწაწევისა და ლობირებისთვის.

დიდი მოთხოვნის შესაბამისად, ზუგდიდში 2018 წლის 10 დეკემბერს დაიწყო ახალი ჯგუფის სწავლება. თემატური ტრენინგები აქ გაგრძელდება მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"