2018 წლის 15 სექტემბერს თბილისში კავკასიურ სახლში პოლონურმა ორგანიზაციამ „გლობალური სოლიდარობის ფონდმა“ საქართველოში მოღვაწეობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაატარა კონფერენცია, რომელიც საქართველოში ფონდის 10-წლიან მოღვაწეობას ეხებოდა. ფონდის ხელმძღვანელმა მამა მიტეკმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, განსაკუთრებით კი ასოციაცია „თანხმობას“ და მის ხელმძღვანელს, ქ-ნ იულია ხარაშვილს. ასოციაციის თანამშრომლობა პოლონურ ორგანიზაციასთან 2008 წლის აგვისტოს ომის პირველივე დღეებში დაიწყო. ფონდი ერთ-ერთი პირველი დაუკავშირდა ქ-ნ იულიას და დახმარება გაუწია დაზარალებულებს. ამის შემდეგ 10 წელი გავიდა, და ამ პერიოდის განმავლობაში პოლონელები ძალიან აქტიურად აგრძელებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოღვაწეობას: ეხმარებიან ბავშვებს, დევნილებს, მიგრანტებს და ა.შ. კონფერენციაზე ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში გაგრძელდება.