2018 წ. 23 აგვისტოს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა“-მ მოაწყო პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში ორგანიზებული ზუგდიდსა და ადგილობრივ სოფლებში „ლიდერთა აკადემიის“ კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ასოციაციის თავმჯდომარე - იულია ხარაშვილი, სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი-მარინა ფოჩხუა, ასოციაციის ადგილობრივი წარმომადგენელი სამეგრელოში - მარინე დავითაია, პროგრამის მონაწილეები, ადგილობრივი საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამა „ლიდერთა აკადემია“ უკვე განხორციელდა საქართველოს 3 ლოკაციაში (ქვემო ქართლში, შიდა ქართლში) და სამეგრელოში, ზუგდიდისა და ადგილობრივი სოფლების მოსახლეობისთვის - ქალებისა და ახალგაზრდების (35 წლამდე ასაკის) წარმომადგენლებისთვის. პროგრამა გრძელდებოდა 3 თვის განმავლობაში და მოიცავდა 9 სატრენინგო მოდულს. სერტიფიკატების გაცემა მოხდა ტესტირების შედეგების მიხედვით.
ყველა მოდულის სწავლება ორიენტირებული იყო თითოეულ თემაზე მსმენელის ცოდნის დონის ამაღლებაზე, მიღებული მასალის გაცნობიერებასა და საკუთარ საჭიროებებზე მორგებაზე პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.