სიახლეები

Search

სამოქალაქო ფორუმი


2018 წლის 18 მაისს სასტუმრო ბილთმორში ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი „ერთად დევნილთა უფლებებისთვის“, რომელიც დევნილთა შემწეობის მოსალოდნელ რეფორმას ეძღვნებოდა. ფორუმი ასოციაცია „თანხმობა“-მ გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და CISU მხარდაჭერით ჩაატარა. მონაწილეობდნენ როგორც მთავრობის, ასევე არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე რამდენიმე კვლევევის შედეგი იყო წარდგენილი, სამინისტროს პოზიცია დააფიქსირა სამინისტროს წარმომადგენელმა და არსებული შესაძლო რეფორმის მოდელის შეფასება გააკეთეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რის შემდეგ მოწვეულებმა ჯგუფებში იმუშავეს. ამ მუშაობის შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რაც შეიძლება რეფორმას მოჰყვეს და რეკომენდაციები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან არესებული სირთულეები.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"