იურისტის შეხვედრა კოშკის, ერგნეთის, ნიქოზის თემის ლიდერებთან
- Admin
- Feb 2, 2018
- 1 min read
Updated: Apr 6, 2020
2 თებერვალს გორში, პროექტ „ერთად ჩვენი უფლებებისათვის“ ასოციაციის საინტეგრაციო ცენტრში შედგა იურისტის შეხვედრა კოშკის, ერგნეთის, ნიქოზის თემის ლიდერებთან. შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტებს, სოციალური დახმარების გაცემის წესსა და პრიორიტეტულ კატეგორიებს. შეხვედრაზე თითოეულ მონაწილეს დაურიგდა ამობეჭდილი სახით სოციალური პროგრამა, რათა აღნიშნული ინფორმაცია მათ მიაწოდონ თავიანთ თემში მაცხოვრებლებს.
Comentários