სიახლეები

Search

ეუთოს გენდერის სამოქმედო გეგმის მეორე გადასინჯვა ქ. ვენაში


11-12 ივლისს ქ. ვენაში ჩატარდა ეუთოს კონფერენცია - ეუთოს გენდერის სამოქმედო გეგმის შედეგების მეორე განხილვა. კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე _ „ახალი გამოწვევები“ , სიტყვით გამოვიდა ასოციაციის თავმჯდომარე ქ-ნი იულია ხარაშვილი, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, რადგან აქვს მიღებული 1325-ის და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები. მაგრამ მთელ რეგიონში პრობლემად რჩება 1. რეგიონული მექანიზმის არარსებობა, რასაც არ აძლევს საშუალებას რეგიონის მასშტაბით ერთობლივად განვიხილოთ ქალთა და გოგონათა ადამიანის უსაფრთხოების საკითხები. 2. აგრეთვე, აქტუალური საკითხი გახლავთ ის ფაქტი, რომ არ ხდება დაცვითი სტატუსის მინიჭება იმ ქალების და გოგონებისთვის, ვინც ახორციელებს მშვიდობის მშენებლობის აქტივობას, რაც ასევე რეკომენდირებული იყო „გლობალური კვლევის“ მიერ. 3. წინადადება იყო რომ ეუთოს შეუძლია დაეხმაროს ქალ მედიატორებს. მოამზადოს ისინი როგორც სათემო ასევე მაღალ დონეზე, რათა შემდგომში მათ მიიღონ მონაწილეობა სამშვიდობო დიალოგსა და ოფიციალურ მოლაპარაკებებში. 4. რადგან ეუთოს არ აქვს ამჟამად საველე მისიები სამხრეთ კავკასიაში, საჭიროა რომ ჩატარდეს ეუთოს ვიზიტები, რათა გაკეთდეს მონიტორინგი გენდერისა და 1325 გეგმის განხორციელებისას.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"