top of page

სიახლეები

კონფერენციის მეორე დღე

  • Writer: Admin
    Admin
  • Apr 26, 2016
  • 1 min read

Updated: Apr 6, 2020


20-years-day2-1მეორე დღე მიეძღვნა რეგიონალურ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას. სიტუაციის მიმოხილვა გააკეთა ევროავშირის მონიტორების მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა კიასტუტის იანკაუსკასმა. მონაწილეებს საშუალება მიეცა გაეცნოთ უკრაინაში, რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული სიტუაცია. შემუშავდა რეკომენდაციები რეგიონალური თანამშრომლობის და უსაფრთხოების გაძლიერებისათვის. აღინიშნა რეგიონალური თანამშრომლობის დიდი აუცილებლობა.

დაჯილდოება

კონფერენციის დროს მოხდა ცნობილი საზოგადო მოღვაწეთა დაჯილდოება. ასოციაციამ დააწესა ქ-ნი ლიანა ბერიას სახელობის პრემია, რომელიც გადაეცა ქ-ნი ციცინო გრძელიშვილის და ქ-ნი მანანა მებუკეს ოჯახებს, ასევე დევნილთა საკითხებში ექსპერტს ქ-ნ ნანა შარიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსს ბ-ნ გოგი რევიას.

Comments


bottom of page