სიახლეები

Search

იძულებითი გადაადგილება - გამოცდილება, გამოწვევები და პერსპექტივები


2016 წლის 22-23 აპრილს, ქ. თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია“ თანხმობა”-მ ჩაატარა კონფერენცია თემაზე , „იძულებითი გადაადგილება - გამოცდილება, გამოწვევები და პერსპექტივები ". კონფერენცია ეძღვნებოდა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის მუშაობის 20 წლისთავს.

განხილული იყო დევნილთა საზოგადოებისათვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მდგომარეობა, დევნილები მასმედიის სარკეში , ადამიანური უსაფრთხოება საქართველოსა და რეგიონში, რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აპარატის წარმომადგენელმა მარინა სალუქვაძემ, გერმანულმა ორგანიზაციამ „პური მსოფლიოსთვის“, ამერიკის და შვედეთის საელჩომ, ლტოლვილთა დანიის საბჭომ, გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, ევროკავშირმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთვრობო ორგანიზაციებმა, დევნილებმა.

20-years-2ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ასოციაციის საქმიანობაზე და აღინიშნა, რომ ორგანიზაცია წლების განმავლობაში მუშაობდა დევნილთა უფლებების განტმკიცებაზე, მშვიდობის მშენებლობის პროექტებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების კეთილდღეობასა და ჩართულობაზე.

ლიდერების გაზრდისა და უნარ-ჩვევების სწავლების მრავალწლიანმა მუშაობამ შედეგად მოიტანა ქალთა და ახალგაზრდების მეტი ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესებში, გადაწყვეტილებების მიღებასა და ქსელურ მუშაობაში. ასოციაცია მუშაობდა და მუშაობს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, ასევე თანამშრომლობს უკრაინის არასამთვრობო ორგანიზაციებთან და არის საერთაშორისო საექსპერტო ქსელების წევრი.

ასოციაცია ეხმარება დევნილებს და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში და ახორციელებს ფსიქოსოციალურ და სამედიცინო დახმარებას. ასევე, მთავრობის და ადგილობრივ ხელისუფლების წინაშე მუდმივად სვამს საჭირბოროტო საკითხებს. ასოციაცია მხარს უჭერს მიზნობრივ დასახლებებში თემის განვითრებაზე ორიენტირებულ პროექტებს და შედეგად იღებს სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

წარმატებული ინტეგრირებისათვის, მათ შორის სოციალურ სფეროში და სამშვიდობო აქტივობებში დევნილი ახალგაზრდების მომზადებისას, ასოციაცია იყენებს სხვადასხვა მეთოდებსა და პრაქტიკებს.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"