სიახლეები

Search

სოფლის კრება კოშკში


29 თებერვალს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში სოფელ კოშკში ჩატარდა სოფლის კრება. კრებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დ. ონიაშვილი და გამგეობის წევრები, სოფლის მოსახლეობა, 30 ადამიანი, ასევე სოფელ მერეთის რწმუნებული და დეპუტატი.

წელს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში სოფელ კოშკისთვის გამოყოფილია 9050 ლარი. მოსახლეობამ გამგებელთან შეხვედრისას ბევრი სხვადასხვა პრობლემა დაასახელა, როგორიცაა, სოფელ კოშკში სარწყავი წყლის არქონა, ექიმის არყოლა, გზის არარსებობა, ნაგვის ბუნკერების არქონა და სხვა. საზოგადოებას სურდა კოშკში სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მომხდარიყო ძველი ბიბლიოთეკის შენობის გარემონტება, რისთვისაც საჭირო მასალები წინა წლებში იყო ნაყიდი. თუმცა სოფლის რწმუნებული და გამგებელი მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ აღნიშნული შენობა გარემონტდება სხვა პროგრამის ფარგლებში, ხოლო სოფლის განვითარების პროგრამიდან უმჯობესი იქნებოდა სოფელში შიდა გზების მოხრეშვა და გარე განათების დასრულება. სამწუხაროდ, მოსახლეობა არ აღმოჩნდა მზად დაეცვა საკუთარი პოზიცია, გარდა ამისა, ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრა სურდათ.