სიახლეები

Search

საინფორმაციო შეხვედრა კოშკში


2016 წლის 27 თებერვალს სოფელ კოშკში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა კოშკისა და გუგუთიაანთკარის მოსახლეობასთან. შეხვედრას უძღვებოდა ორგანიზაციის იურისტი ნანა გოგოხია. შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე ასოციაციის თანამშრომელი იასონ კვანტალიანი.

შეხვედრაზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

1. მიწის რეგისტრირების წესი და პირობები

2. მაღალმთიანი სტატუსის მიღების წესი და არსებული შეღავათები

3. მერეთის თემში საბავშვო მოედნის გახსნა

4. სოფლის განვითარების პროგრამა

შეხვედრას ესწრებოდნენ ორივე ზემოაღნიშნული სოფლის მაცხოვრებლები - ქალები და მამაკაცები, სულ 20 ადამიანი.

იასონ კვანტალიანმა მოსახლეობას ორგანიზაციის პრიორიტეტები გააცნო , ისაუბრა მათ თემში მარტის ბოლო რიცხვებში დაგეგმილი საბავშვო მოედნის გახსნის თაობაზე. მანამდე კი სოფლის მოსახლეობა უზრუნველყოფს ბოძების დამონტაჟებას სპორტული მოედნისა და საბავშვო მოედნის გარშემო, შემოღობვას და მათი დახმარებით დამონტაჟდებოდა დამზადებული ატრაქციონები, რომელიც ასოციაცია თანხმობას მიერ იქნა დამზადებული.

მეორე საკითხად განხილულ იქნა მიწის რეგისტრირების საკითხი. მოსახლეობას დაწვრილებით მიეწოდა ინფორმაცია, თუ რა საბუთებია საჭირო, ასევე ვის უნდა მიმართონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის უმრავლესობას მიწები დარეგისტრირებული არ აქვს , ნაწილს არ გააჩნია მიწით სარგებლობის არანაირი დოკუმენტი , თუმცა ყველას სურს მიწის რეგისტრირება. ძირითად შემაფერხებელ გარემოებად ასახელებდნენ ნახაზისა თუ სხვადასხვა დოკუმენტების მოსამზადებლად საჭირო თანხის არქონას.

მესამე საკითხად განხილულ იქნა მაღალმთიანი სოფლების განვითარების შესახებ კანონი. მოსახლეობას განემარტა, თუ როგორ უნდა მიიღონ ეს სტატუსი, რა შეღავათები ექნებათ სტატუსის მიღების შემდეგ და როდიდან შეუძლიათ ისარგებლონ კონკრეტული შეღავათებით. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია ამ კანონთან დაკავშირებით არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონის ამოქმდებიდან უკვე ორი თვე გავიდა, მათთან არ მისულა არც დეპუტატი, არც სოფლის რწმუნებული, რომ აეხსნა რა საბუთები სჭირდებათ სტატუსის მისაღებად და საერთოდ რას ითვალისწინებს მთის კანონი.

ბოლოს მოსახლეობას ეცნობა სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დანიშნული სოფლის კრების შესახებ. ვეცადეთ მოსახლეობა დაგვერწმუნებინა, რომ აუცილებელია აქტიურობა და რომ მათ თამამად უნდა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები სოფლის კრებაზე. რომ უნდა მოილაპარაკონ და წარმოადგინონ ყველასათვის მისაღები პრობლემა, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"