2015 წლის 18 და 20 იანვარს პროექტის „ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა-სემინარები ქალის უფლებებზე. პროექტს აფინანსებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
შეხვედრა-სემინარი ჩატარდა გარდაბანში. სემინარზე განხილულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის იმპლემენტაცია. ეროვნული სამოქმედო გეგმა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ და გეგმის განხორციელება 2012 – 2015წწ.
გავარკვიეთ, ვის უნდა ბენეფიციარები მიმართონ საჭიროების შემთხვევაში.ყველა პრობლემა ცალკე იყო განხილული.
პრობლემები:
სერვისების ნაკლებობა
საცხოვრებელი ფართის დამტკიცება
ინფორმაციის ნაკლებობა
უმუშევრობა
ყოფითი პრობლემები
ასევე ვისაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქრურებში ქალების მონაწილეობაზე. .
რეკომენდაციები:
მარტოხელა ხანდაზმული ქალებისა, მარტოხელა დედების და შშმ პირების დახმარების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა (რეკომენდაცია სამთავრობო სტრუქტურებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს - იხ. „ეროვნული სამოქმედო გეგმა“)
საქართველოს მთელ ტერირორიაზე რისკებზე და საფრთხეებზე ინფორმირებულობის გაზრდა (რეკომენდაცია სამთავრობო სტრუქტურებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს)
ამუშავდეს გადამზადების კურსები მოთხოვნად სპეციალობებზე და ამ სპეციალობებით მომზადდეს ახალგაზრდობა
შეხვედრა-სემინარი ჩატარდა ზემო ნიქოში.
შეხვედრა-სემინარზე განხილულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, ეროვნული სამოქმედო გეგმა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“და გეგმის იმპლემენტაცია. ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროებლემად რჩება ინფორმირებულობის ნაკლებობა. გავარკვიეთ, ვის უნდა მიმართონ საჭიროების შემთხვევაში. ყველა პრობლემა ცალკე იყო განხილული
პრობლემები:
უმუშევრობა
უსახსრობა
ინფორმაციის მიღების ნაკლებობა
ეკონომიკური პრობლემები
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოცხადდა ქალების ინერტულობა, რაც გამოწვეულია ადათ-წესებით (მაგ. ქმარი არ უშვებს ცოლს შეხვედრებზე და ეს ნორმადაა ქცეული).
ვისაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქრურებში ქალების მონაწილეობაზე.მივიღეთ რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის ინპლემენტაციასთან დაკავშირებით.
რეკომენდაციები:
მარტოხელა ხანდაზმული ქალებისა, მარტოხელა დედებისა და შშმ პირების დახმარების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა (რეკომენდაცია სამთავრობო სტრუქტურებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს)
იურიდიული კონსულტაციების სახით მიწოდებულ იქნას ინფორმაცია საჭირო საკითხებზე
მოხდეს ქალების მეტი წახალისება, მრავალშვილიანი ქალების დაფასება, ვისაც ჰყავს 3 შვილი და მეტი
ჩატარდეს ტრენინგების ციკლი კოოპერატივების შექმნაზე და მუშაობაზე (აუცილებელია, რომ ტრენერი იყოს ამ სფეროს სპეციალისტი)