სიახლეები

Search

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ შემაჯამებელი კონფერენცია


2016 წლის 18 იანვარს ასოციაცია „თანხმობის“, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც 24 თანამშრომელი ესწრებოდა. შეხვედრა შედგა საერთაშორისო ორგანიზაციის Brot fur die Welt პროექტის „ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის“ ფარგლებში. როგორც წინა წლებში, კონფერენციაში მონაწილეობენ ასოციაციის აქტივისტები რაიონებიდან - გორი, გარდაბანი, ნიქოზი, წყალტუბო, ზუგდიდი. იულია ხარაშვილმა ისაუბრა პროექტზე „ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის“. გაკეთდა სხვა პროექტების პრეზენტაცია.

თემებში (წყალტუბო, გორი, ზუგდიდი, გარდაბანი, ნიქოზი, ტურბაზა დიღომი) მუშობის შეჯამება მოხდა.

კრებამ ერთხმად დაამტკიცა ანგარიშები.

დამტკიცდა ახლადშექმნილი ასოციაციის წესდება.

არჩეულ იქნა ხუთწევრიანი გამგეობა - იულია ხარაშვილი, მარინა ფოჩხუა, თინა ჩალიგავა, ქეთი ბებიაშვილი,იასონ კვანრალიანი. დამსწრე საზოგადოებამ ოქმზე ხელი მოაწერა.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"