ქ. გარდაბანში მუშაობა გრძელდება
- Admin
- Dec 31, 2015
- 1 min read
Updated: Apr 6, 2020
ქ. გარდაბანში მუშაობა გრძელდებოდა - ცხრასართულიან კორპუსებში, სადაც ცხოვრობენ დევნილები აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან - ამხანაგობის შექმნაზე. ასოციაციის იურისტი რეგულარულად ატარებდა კონსულტაციებს და ეხმარებოდა დოკუმენტების შეგროვებაში. ბოლოს გადაწყდა, რომ ერთ 9-სართულიან კორპუსში შეიქმნას ამხანაგობა, რაზეც ყველა მაცხოვრებელმა თანხმობა განაცხადა. ერთხმად აირჩიეს 10 წევრისგან შემდგარი საბჭო, თავმჯდომარედ აირჩიეს დევნილი შიდა ქართლიდან მარეხ გოგოძე.
Comments