სიახლეები

Search

თანამშრომლობა ორგანიზაციასთან "პური მსოფლიოსთვის"


2015 წლის 30 სექტემბერს შედგა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თანამშრომელთა და ორგანიზაცია Brot für die Welt-ის წარმომადგენლის ფელიცია შელიგას სამუშაო შეხვედრა. მონაწილეებს შორის კონსტრუქციული და ნაყოფიერი საუბარი შედგა. ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა ორგანიზაციის მუშაობაზე თბილისსა და რეგიონებში, შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ რეგიონების წარმომადგენლები: ლეილა აშორდია და მარინე გრიგოლია.

ქნ-მა ფელიციამ მონაწილეებს ცენტრალურ აზიაში მუშაობის გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა მიგრანტების პრობლემებზე ყირგიზეთში, ძალადობის დაძლევაზე სკოლაში. ძალადობა სკოლაში აღინიშნება როგორც მოსწავლეებს შორის, ასევე მოსწავლეების მიმართ ავტორიტარულ მასწავლებელთა მხრიდან.

ქ-მა ლეილა აშორდიამ ისაუბრა წყალტუბოს სკოლებში ბულინგზე ჩატარებული ტრენინგების შესახებ და ერთობლივად როგორ ებრძვიან ძალადობას.

ასოციაციის იურისტმა ინფორმაცია მიაწოდა ბენეფიციარებთან ინდივიდუალურ მუშაობაზე. ამ მუშაობის შედეგად აღდგენილია დაკარგული დოკუმენტები, მიღებულია დაბადების მოწმობები იმ ბავშვებისათვის, რომლებიც მოწმობის არარსებობის გამო სკოლაში ვერ დადიოდნენ.

ქ-მა მ.ფოჩხუამ ისაუბრა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთვრობო სექტორის ერთობლივ ძალისხმევაზე დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საქმეში.

ქ-ნი ფელიცია შელიგა ასევე იმყოფებოდა ასოციაციის ფილიალებში შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორსა და ნიქოზში, თბილისში - ტურბაზა „დიღომში“. ტურბაზაში რეგულარულად მუშაობენ წრეები, მათ შორის თეატრალური წრე (ხელმძღვანელი ირმა შარია). ფორუმ-თეატრის მეთოდოლოგიის თანახმად მომზადდა სპექტაკლი დევნილთა პრობლემებზე. სპექტაკლი ნაჩვენები იყო. შემდეგ თემის მონაწილეობით დისკუსია შედგა.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"