„ქალთა ოთახის“ გახსნა კაზრეთში
- Admin
- Jul 16, 2015
- 1 min read
Updated: Apr 6, 2020
2015 წლის 16 ივლისს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ პარტნიორი ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების“ მიერ მოწვეული იყო დაბა კაზრეთში, სადაც „ქალთა ოთახი“ გაიხსნა. „ქალთა საბჭოს“ საინიციატივო ჯგუფის და ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივები“-ს მუშაობის შესახებ ამ ორგანიზაციების თავმჯდომარემ მადონა ყაფლანიშვილმა ისაუბრა. საინიციატივო ჯგუფ "ბალიჭი-კაზრეთის „ქალთა საბჭოს" საოფისე ოთახი გადაეცა ბოლნისის მუნიციპალიტეტისაგან. ქალბატონი მადონა ყაფლანიშვილი უძღვებოდა ASB-სა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაარსებულ სოციალურ საწარმოს "ქალთა ინიციატივები", რომელიც 20 მარტოხელა მოხუც ბენეფიციარს უზრუნველყოფდა შინმოვლის სერვისით.
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივებ“-ს საჩუქრად კომპიუტერი გადასცა.
Comments