სიახლეები

Search

    პროექტის „ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისათის“


    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისათის“ ფარგლებში დაიწყო მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს პროექტის მონაწილეებისათვის მცირე გრანტების გაცემას.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 მცირე გრანტის გაცემა. საგრანტო თანხა 300 ევროდან 2000 ევრომდე მერყეობს.

    2015 წლის 6 და 7 ივნისს ჩატარდა პროექტის ბენეფიციარებისათვის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა, რა დროსაც დამსწრეებს მიეწოდათ დაწვრილებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის ეტაპებისა და წესების შესახებ.

    2015 წლის 8 ივნისიდან დაიწყო სააპლიკაციო ფორმების მიღება პროექტის იმ მონაწილეებისაგან, რომელთაც სურთ გაიარონ ტრენინგი „ბიზნეს გეგმის წერის უნარებში“. სააპლიკაციო განაცხადების მიღება გაგრძელდება 2015 წლის 19 ივნისამდე. ( იხ. სააპლიკაციო განაცხადი) შევსებული განაცხადები ბენეფიციარებმა უნდა მოიტანონ იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს გორის ოფისში შემდეგ მისმარათზე: სუხიშვილის 63. ტურბაზა ავტოკემპინგის მიმდებარე ტერიტორია. განაცხადები მიიღება ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 10 .00 სთ-დან 17.00. სთ-მდე.

    დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე :+995 32 234 49 82.

    19 ივნისიდან 30 ივნისამდე მოხდება მიღებული განაცხადების განხილვა და ტრენინგის მონაწილეების შერჩევა. სულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 30 ბენეფიციარი( პრობაციონერები, ყოფილი მსჯავრდებულები და რისკ ჯგუფების წარმოამდგენლები).

    შერჩეული კანდიდატები ტრენინგებს გაივლიან ივლისის თვეში.

    #geo

    • თანხმობა
    • თანხმობა
    • თანხმობა

    © 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"