სიახლეები

Search

ქ. რუსთავში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა“...


ქ. რუსთავში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა“ (ტრენერი ირაკლი წულაია). ტრენინგში მონაწილეობდნენ რუსთავსა და გარდაბანში ჩასახლებული დევნილები, სულ 17 ადამიანი. აღნიშნული თემა საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ტრენერმა დეტალურად განიხილა კანონი ამხანაგობის შესახებ (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონი მიღებულ იქნა: 11/07/207), ისაუბრა კანონის ხარვეზზე და კანონის შესრულების დროს წარმოშობილ პრობლემებზე, განიხილა ამხანაგობის რეგისტრაციის წესი და უფლებამოსილება, წევრობა, წევრთა უფლება-მოვალეობები, წევრთა კრება, თავმჯდომარის არჩევა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური და საერთო საკუთრების გამიჯვნა, საერთო ქონებით სარგებლობის წესი. მონაწილეებმა, დიდი ინტერესის შესაბამისად, დასვეს ბევრი კითხვა. მოხდა რეალური სიტუაციის შეფასება და ტრენერმა გაუწია მათ იურიდიული კონსულტაცია. ტრენერმა მონაწილეებს გადასცა ბროშურები და საინფორმაციო გაზეთი, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია ამხანაგობებზე და პრივატიზებაზე. მონაწილეებს განემარტათ, რომ ამხანაგობის რეგისტრაციისთვის აუცილებელია მრავალბინიან კორპუსში დაკანონებული ფართის არსებობა, კანონში წერია რომ თუნდაც ორი დაკანონებული ბინის არსებობა საფუძველია ასეთი ამხანაგობის დაარსებისა, მაგრამ კანონში მოცემული პირობა ხშირად არ სრულდება. ტრენერმა ასევე ისაუბრა თუ როგორ ხდება უძრავი ქონების გადაცემა იძულებით გადაადგილებულ პირზე, ასევე ყურადღება გაამახვილა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესსზე. ევროპული სტანდარტის მიხედვით საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა ყველა დევნილი უზრუნველყოფილი იყოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით. აღნიშნული ვალდებულება ხორციელდება ეტაპობრივად და ქონების გადაცემის სხვადასხვა ფორმით, კერძოდ: 1)დევნილთა ჩასახლებებში, მათ მფლობელობაში არსებული ფართის დაკანონება; 2) ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და გადაცემა დევნილთავის საკუთრებაში; 3)ფულადი გასწორება, ანუ დევნილს აძლევენ გარკვეულ თანხას (ბინის საბაზრო ღირებულეის გათვალისწინებით).

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"