სიახლეები

Search

ტრენინგი თემაზე: სამოქალაქო ინიციატივები. ქალების და ახალგაზრდების როლის გაძლიერება მშვიდობის მშენებ


28 მაისს სოფელ ნიქოზში, 29 მაისს - წყალტუბოში 7 ივნისს ქალაქ გარდაბანში და 11-12 ივნისს ქ. ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სამოქალაქო ინიციატივები.

ქალების და ახალგაზრდების როლის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობაში.

თემის ცხოვრების ყველა სფეროში ქალების და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსალუთრებით კონფლიქტების დარეგულირებისა და გენდერული თანასწორობის წინ წაწევის სფეროში.

ტრენინგზე განხილულ იქნა:

• ქალების და ახალგაზრდების როლის გამოვლენა თემის აქტივიზაციაში

• ქალების და ახალგაზრდების მონაწილეობა პრობლემების გადაწყვეტაში

• ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობის განხილვა მშვიდობის მშენებლობის პროცესებში კონკრეტული მაგალითებით და სხვა.

ტრენერებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ პრობლემების თანმიმდევრული გადაწყვეტა მოითხოვს საზოგადოების ყველა ფენის, მათ შორის, ქალებისა და ახალგაზრდების აუცილებელ მონაწილეობას.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"