სიახლეები

Search

მულტიკულტურული დიალოგის და თანამშრომლობის კომისიის მიმართვა


მულტიკულტურული დიალოგის და თანამშრომლობის კომისია გაეცნო დოკუმენტს “იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შენობის გამოთავისუფლების/დევნილთა სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურა (სოპ)”, რომელიც ერთობლივად შეიქმნა გამოსახლების პერიოდში დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, და იმსჯელა გამოსახლებული დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე და სამომავლოდ შესაძლო დარღვევების თავიდან აცილებაზე.

მულტიკულტურული დიალოგის და თანამშრომლობის კომისია მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს:

  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მონიტორინგის ჩატარებას, რათა გამოსახლების პროცედურა შეესაბამებოდეს შეთანხმებულ დოკუმენტს და გამოსახლების პროცესის დროს არ დაირღვას ადამიანთა უფლებები;

  • იზრუნოს, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩეს თავშესაფრის გარეშე;

  • დაეხმაროს გამოსახლებულ დევნილებს შემდგომ ადაპტაციაში და ინტეგრაციაში ახალ საცხოვრებელ ადგილებზე;

  • უზრუნველყოს გამოსახლებული დევნილებისთვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნა;

  • დაეხმაროს რეგიონებში დასაქმების პროექტების განვითარებას საერთაშორისი ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, იზრუნოს დევნილების ჩართვაზე მიკრო და მცირე ბიზნესში;

  • იშუამდგომლოს სოფლად ახლადჩასახლებული დევნილებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყოფაზე;

  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს კერძო სექტორში მაცხოვრებელ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საკუთრება, შემდგომში მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"