სიახლეები

Search

    საზაფხულო ბანაკი ბობნევში


    25 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით გორის რაიონ სოფელ ბობნევში იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” ეგიდით იფუნქციონირებს ბავშვთა საზაფხულო ბანაკი. ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 30 ბავშვი: როგორც თბილისის კომპაქტური ცენტრიდან (ისნის ჰოსპიტალი), რომელიც მოხვდა გამოსახლების პროგრამაში, აგრეთვე სხვა სოციალურად დაუცველი წრეებიდან. ბანაკში გათვალისწინებულია ფსიქო-რეაბილიტაციური და საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის ტრენინგები თემებზე: კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, გენდერული თანასწორობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ლიდერობა და სხვა. ბავშვბთან იმუშავებენ ასოციაციის ახალგაზრდული ცენტრის ლიდერები და ტრენერები. ბანაკი ორგანიზებულია EED–ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “დევნილები ინტეგრაციასა და შერიგებისათვის”.

    იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობას” დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი ბანაკების ჩატარებაში: 1996 წლიდან რეგულარულად ახორციელებდა სამშვიდობო საზაფხულო ბავშვთა ბანაკებს, 1998 წლიდან – სარეაბილიტაციო ბანაკების პროგრამას.

    ასოციაციის საკონტაქტო ინფორმაცია:

    ტელ./ფაქსი: (+995 32) 34 49 82;

    #geo

    • თანხმობა
    • თანხმობა
    • თანხმობა

    © 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"