სიახლეები

Search

ასოციაციამ „თანხმობა“  თბილისში ჩაატარა რეგიონალური ქსელური შეხვედრა


2009 წლის 4 დეკემბერს ასოციაციამ „თანხმობა“ თბილისში ჩაატარა რეგიონალური ქსელური შეხვედრა.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ერთობლივი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია - საქართველოში მცხოვრები დევნილების პრობლემების გადაწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯები“ და SIDA -ს მხარდაჭერილი პროექტის „გრძელვადიანი გადაწყვეტილებები - გამოსავალი საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის“ფარგლებში. პროექტი ხორციელდება 2009 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ი. გ. პ ქალთა ასოციაციის „თანხმობა, “ საქველმოქმედო - ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“, საზოგადოებრივი განვითარების პროგრამების ფონდის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ.

ქსელური შეხვედრა მიზნად ისახავდა ი.გ.პ- თა განსახლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას წამოჭრილი საკითხების: ფართის დაკანონებისას ხელშეკრულების გაფორმება, დაკანონებული ან დასაკანონებელი ფართების რემონტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩამონათვალი, ინფორმაციის მოპოვება საპრივატიზაციო კომპაქტური ჩასახლებების შესახებ, გადამისამართება - განხილვას და გადაწყვეტის გზების ერთობლივ ძიებას.

შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები - ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიაწვდიან სამეთვალყურეო საბჭოს რეაგირებისთვის განსახლების პროცესის მიმდინარეობისას წამოჭრილ. არასამთავრობო ორგანიზაციები სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას მიაწვდიან დევნილებს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან არსებული კომისია გასცემს პასუხებს დევნილებს პრივატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"