იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციააგრძელებს პროექტს “მოხალისეობის მართვა”. პროექტის განხორციელება – მოხალისეთა და საზოგადოებრივი ინიციატივის აკადემია (პოლონეთი). პროექტი ხორციელდება საზღვარგარეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში ქ.გორში მუშაობს სხვადასხვა წრეები: კომპიუტერული სწავლების, ხეზე მუშაობის, ინგლისური ენის, ჭრა-კერვის. წრეებში მონაწილე ახალგაზრდა მშობლების შვილებისთვის გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომელშიც ბავშვები რჩებიან იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც დედები დაკავებულნი არიან სხვადასხვა წრეებში.
top of page
bottom of page