top of page

სიახლეები

Search

პროექტი “გრძელვადიანი გადაწყვეტილებები – გამოსავალი საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის”


იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან (DRC) პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აგრძელებს პროექტს “გრძელვადიანი გადაწყვეტილებები – გამოსავალი საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის”. 25 აგვისტოს ზუგდიდში ჩატარდა შეხვედრა? რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის, ტენდერში გამარჯვებული სამშბებლო ფირმების, პროექტის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გამგებლები სოფლების, რომლებშიც მიმდინარეობს დევნილების კომპაქტური ჩასახლებების რეაბილიტაცია. განხილული იყო სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას წამოჭრილი პრობნლემები და მათი გადაწყვეტილების გზები.

bottom of page