სიახლეები

Search

ჰიგიენური საშუალებების გადაცემა

დაბა თამარისში მცხოვრებ 200 ოჯახს ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის“ დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩართულობით დღეს, დაბა თამარიში მცხოვრებ ოჯახებს ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.

სოციალურ აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილე ბუბა გიბეჯიშვილთან ერთად მიიღო. ჰიგიენური საშუალებების პაკეტი მერმა მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს პირადად გადასცა.

ასოციაცია ,,თანხმობა“ ბოლნისის მუნიციპალიტეტთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. პანდემიის პერიოდში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ორი საქველმოქმედო აქცია სოფელ რაჭისუბანსა და ბალიჭში უკვე ჩაატარა.




  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"