top of page

სიახლეები

Search

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - კაზრეთი

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს კაზრეთის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ყოველ წელს ულოცავს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“. მეორე წელია აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად ერთვება დაბის მოსახლეობა.


2023 წლის 1 ოქტომბერს, კაზრეთის ხანდაზმულთა დღის ცენტრში ჩატარდა ღონისძიება პროექტების "CoNaKa: Covid-19 ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში" და „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში.


ჩვენი ბენეფიციარი ქალბატონების გალამაზებაზე იზრუნეს დაბაში არსებულმა სალონებმა, გაუკეთეს მანიკური და ვარცხნილობა.


ხანდაზმულთა დღე დაიწყო დღის ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით, გაიმართა ნარდისა და შაშის ტურნირები, ჩატარდა სახალისო თამაშები, კითხულებდნენ საკუთარ ლექსებს, მღეროდნენ ნაციონალურ სიმღერებს და ცეკვავდნენ (ცენტრის ბენეფიციარები არიან ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი ხანდაზმულები).


მოეწყო ამ დღისადმი მიძღვნილი სადილი ბენეფიციარებისთვის (დარბაზი უსასყიდლოდ დაუთმო ბენეფიციარებს მფლობელმა), დარბაზი გააფორმა წვეულებების დიზაინერმა.


აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ცენტრის ბენეფიციარებმა, ასევე სკოლის მოსწავლეებმა. ბავშვებმა ხანდაზმულებისთვის შეასრულეს მუსიკალური ნომრები.


ნარდისა და შაშის ტურნირებში გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.


პროექტს ახორციელებს იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ Hilfswerk International - თან ერთად, პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ.





Commentaires


bottom of page