2023 წლის 1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს გორის ცენტრში შედგა საზეიმო შეკრება. ღონისძიება ჩატარდა პროექტების "CoNaKa: Covid-19-ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში" და „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გორის დღის ცენტრის ბენეფიციარები, ერთმანეთს ენაცვლებოდა სიმღერები, სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ხანდაზმულები კითხულობდნენ მათთვის საყვარელ ლექსებს, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი შემოქმედებიდანაც, ერთმანეთს უზიარებდნენ ცხოვრებისეულ კურიოზებს, ჩატარდა ე.წ. „მხიარული სტარტები“, ძალიან სახალისოდ ჩატარდა მეხსიერების სავარჯიშოები, ფერების გამოცნობა, ორივე ხელით ერთდროულად ხატვა და სხვა. ყველა ხანდაზმულმა მიიღო მონაწილეობა ჯგუფურად საშემოდგომო აპლიკაციის შექმნაში.
პროექტს ახორციელებს იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ Hilfswerk International - თან ერთად, პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ გორის მერიის თანადაფინანსებით
Comments