სიახლეები

Search

წყალტუბოში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისათვის ტრენინგი გაიმართა

წყალტუბოში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისათვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი პროექტის „კონფლიქტით დაზარალებული / დევნილი ქალების შესაძლებლობების გაძლიერება კოვიდ-19 -ით გამოწვეული კრიზის დროს „- ფარგლებში შედგა. პროექტს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ახორციელებს. მის მიზანს დევნილთა დასახლებებში ლიდერ ქალთა ჯგუფების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ტრენინგებთან ერთად იგეგმება მედეგობის ჯგუფების შექმნა, შემდგომში პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ადვოკატირების მიზნით .დაგეგმილია ასევე მრგვალი მაგიდების მოწყობა , რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ისე დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლები. პროექტში იმერეთსა და შიდა ქართლში ხორციელდება . იგი აპრილში დაიწყო და აგვიტოს ბოლოსათვის დასრულდება.