სიახლეები

Search

შეხვედრა გორის რაიონში მცხოვრებ დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალბატონებთან და გოგონებთან

2022 წლის 4 აგვისტოს იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პროექტის ფარგლებში შეხვდნენ გორის რაიონში მცხოვრებ დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალბატონებსა და გოგონებს. პროექტის ფარგლებში კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა ჩასახლების ცენტრებში ჩატარდა მოცულობითი კვლევა, რომლის შედეგების ვერიფიკაცია განხორვიელდა შეხვედრის დროს. მსგავსი შეხვედრები მიმდინარეობს 7 სამიზნე მუნიციპალიტეტში.