სიახლეები

Search

შეხვედრა გორის ოფისში

17 ივნისს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა-ს“ ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ასოციაციის გორის ოფისში გენდერული საბჭოს თავმჯდომარე - ნინო წილოსანი და გენდერული საბჭოს წევრი - თეონა აქუბარდია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების (კასპისა და გორის) კონფლიქტისპირა სოფლებისა და დევნილთა ცენტრების ლიდერ ქალებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და საკრებულოს დეპუტატი თამარ მურალოვა. შეხვედრის მსვლელობისას ქალებმა სახელმწიფო მოხელეებს გაუზიარეს საკუთარი მიღწევები, გამოწვევები და პრობლემები. საპასუხოდ, სახელმწიფო მოხელეები მათ გამოწვევებზე რეაგირებასა და ადგილობრივი პრობლემების მოგვარების მიზნით თანამშრომლობას შეჰპირდნენ. განხიხულ იქნა ასევე თანამშრომლობის პერსპექტივები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.