სიახლეები

Search

შეიქმნა სამუშაო ჯგუფები

პროექტის: „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში“ ფარგლებში ორივე სამიზნე მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები.პირველი სხდომები ჩატარდა დმანისში -10 მარტს , ხოლო გორში -18 მარტს . სამუშაო ჯგუფები - დროებითი ორგანოებია, რომლებიც შეიქმნენ დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტების მერიებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზანია, პირველ რიგში, დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებში პროექტის მიერ შემოთავაზებული შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების სერვისების დანერგვის მხარდაჭერა და ხანდაზმულთა საკითხებზე მსჯელობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მისი საქმიანობა ეფუძნება ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. სამუშაო ჯგუფი შედგება 13 წევრისაგან, შექმნილია 2021 წლის 31 დეკემბრამდე.


პროგრამის ფარგლებში განვითარებული მომსახურების მოდელი, დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და კონკრეტულად, ავსტრიულ ცოდნას ინტეგრირებული შინმოვლის მომსახურებების მოდელის შესახებ, რომელსაც Hilfswerk-ი მუდმივად გაუზიარებს პროექტის პარტნიორებს. ამასთან, პროექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული „ავსტრიის განვითარების სააგენტოს“ მიერ დაფინანსებულ ბიზნეს პარტნიორობა „მხარდაჭერის სახლი - ხანდაზმულთათვის შინმოვლის მდგრადი მომსახურების მიწოდება ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ (2020-2022).




  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"